შპს „ყვარელრემმშენის" დირექტორი და სამი თანამშრომელი დაკითხვაზე იმყოფება. მათი დაკითხვაზე დაბარება მეტროსადგურ „ვარკეთილში" დღეს დილით მომხდარ შემთხვევას უკავშირდება. „ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, დაკითხვა ისნის რაიონული პოლიციის მე-8 განყოფილებაში მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, მეტროსადგურ „ვარკეთილში", სადაც ჭერი ჩამოიშალა და 14 ადამიანი დაშავდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ განახორციელა.