logo_geo
eng_logo
ისრაელში არალეგალურად მყოფი საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს
- +

30 იანვარი. 2018. 17:19



ისრაელში არალეგალურად მყოფი საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს. როგორც ისრაელის საიმიგრაციო სამმართველო იუწყება, ჯამში 16 ადამიანია დაკავებული.


არსებული ინფორმაციით, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები თელ-ავივში და რამალაში დააკავეს. არც ერთ მათგანს შესაბამისი ვიზა არ ჰქონდა.


ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყველა დაკავებულს ორჯერ ჰქონდა განაცხადი შეტანილი თავშესაფრის მიღებაზე, თუმცა მათ უარი ეთქვათ.


სასამართლო სხდომის ჩატარების შემდეგ, დაკავებულების თავიანთ ქვეყნებში დეპორტაცია მოხდება.











 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner