ჟურნალისტი ნანა გაგუა სოციალური ქსელის მეშვეობით NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ლორა თორნტონს მიმართავს:
„ლორა ტორნტონს, NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს თავისი აზრი დაუფიქსირებია: ტრამპი რუკაზე საქართველოს ვერ იპოვისო... ერთი აქეთ გამაიხედე, ლორა ხარ თუ ვიღაც იმანო და დაიმახსოვრე: სწორედ ამიტომ არ მევასებიან შენსავით ჩამოხეტებული პერსონები, რომ აქ, ჩემს ქვეყანაში ისე გაიდგამენ ფესვებს, როგორც მსუყე ნიადაგში და მერე გაიხედავ და შენსავით არაკორექტულად როშავენ ჩემივე ქვეყნის შესახებ!
სად არის საქართველო, ტრამპმა არ იცისო?! მერე, „მოიცალე", შე ქალო და აუხსენი, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ყველაზე მაგარი ხალხი ცხოვრობს და ყველაზე მაგარი ისტორია აქვს-თქო! თუმცა, შესაძლოა, თავადაც არ იცი, სად ხარ, რისთვის და რას აკეთებ და ტრამპს რა უნდა ასწავლო?! ხო, რა მინდოდა ბოლოს მეთქვა: შენ ხომ ისარგებლე შენი გამოხატვის თავისუფლებით და წამოროშე შენი სიბრძნე?! ჰოდა, მეც ვსარგებლობ იმავე უფლებით და რასაც მინდა, იმას ვწერ! მითუმეტეს, რომ ბოდიშის მოხდისგანაც დაგიზადნია! ჰოდა, სადაც შენი დაიკვეხნო, იქ ჩვენიცა თქვიო! და სამომავლოდ აზრებს თავი მოუყარე ხოლმე, ლორიკ!"- წერს ნანა გაგუა.