logo_geo
eng_logo
თემურ შაშიაშვილი: როცა ამას ნახავთ, თქვენ მაშინ განგმირავთ რასელის მსგავს დრაკონებს!
- +

24 აპრილი. 2016. 15:59


„თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი კონგრესმენ სტივ რასელის გამოსვლასთან დაკავშირებით     საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 


ეჭვი არ მეპარება, როცა ამას ნახავთ, თქვენ მაშინ განგმირავთ რასელის მსგავს დრაკონებს! ერთი შეხედვით სწორი, სინამდვილეში კი მტრული, მართლაც, დრაკონული გამოსვლა... ამ გამოსვლის გამო, ვერ ვხედავ განსხვავებას რასელსა და ჟირინოვსკის,შოვინისტურ რუსეთსა და ვითომ დემოკრატ ამერიკის ხელისუფლებას შორის!


დადგა დრო, დავიხსნათ თავი ამერიკის და რუსეთის "დემოკრატებისაგან", ქვეყნის გარედან მართული ხელისუფლებისაგან!

 

დღეს ყველა ქართველი, საქართველოს შვილი და საქართველოს ნამდვილი მეგობარი უნდა ვამბობდეთ: მოვუწოდებ თავისუფალ და უდრეკ ამერიკელ ხალხს, წმ. გიორგის მსგავსად ჩასჭიდეთ ხელი შუბს და განგმირეთ სხვა ქვეყნის თავისუფლებაზე თავდამსხმელი, საქართველოს  დამანგრეველ-დამაქცეველ სააკაშვილის მხარდამჭერი რასელის მსგავსი დრაკონები!

 

დარწმუნებული ვარ, ამ მოწოდებას შემოუერთდებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების "ონსტიტუციის მამები"... შემოუერთდებიან  დღევანდელი ამერიკის დემოკრატიული აზროვნების უამრავი მოქალაქე... უამრავი პოლიტიკოსი საერთოდ... რადგან ჩვენ ამას ვამბობ  ამერიკელი ხალხისადმი დიდი პატივისცემით...

 

გვწამს და გვჯერა, რომ მხოლოდ ასე და სწორედ ასე დაამარცხებთ იმ სიძულვილს, რომელიც ძლირდება მთელს მსოფლიოში ამერიკის მიმართ ამერიკის ხელისუფალთა ქმედებების გამო... მხოლოდ ასე და სწორედ ასე დაიცავთ თავისუფლებას და დემოკრატიას მთელ მსოფლიოში... დაიცავთ საკუთარ ფულს, რომლის დიდი ნაწილი ხმარდება ფერად რევოლოციებს სხვადასხვა ქვეყნებში, დიდი ნაწილი ქრთამის სახით უბრუნდებათ ამ რევოლოციების ავტორებს, მხარდამჭერებს, სააკაშვილის ენით მოლაპარაკე და სააკაშვილისათვის მებრძოლ სენატორებს.

 

მოვუწოდებ თავისუფალ და უდრეკ ამერიკელ ხალხს: ერთხელ მაინც დაინტერესდით-სად იხარჯება თქვენი ხელისუფლების მიერ საქართველოში გამოგზავნილი თქვენი ფული. ეჭვი არ მეპარება, როცა ამას ნახავთ, თქვენ მაშინ განგმირავთ რასელის მსგავს დრაკონებს!", - წერია განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner