მარტვილის სოფელ სერგიეთში, სამეგრელოს რეგიონის საფეხბურთო აკადემია გაიხსნა. აკადემია შეიქმნა სპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ფეხბურთის ფედერაციის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად. 2018 წელს აკადემია მოამზადებს 180 ბავშვს. მარტვილის საფეხბურთო აკადემიით უკვე დაინტერესდა თბილისის „დინამო", რომელიც წლეულს 110 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს 5 ასაკობრივ ჯგუფზე.
ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.