logo_geo
eng_logo
კიევის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელს პატიმრობა 31 მარტამდე გაუხანგრძლივა
- +

30 იანვარი. 2018. 20:55



კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელს სევენრიონ დანგაძეს პატიმრობა 31 მარტამდე გაუხანგრძლივა. დანგაძე უკვე 60 დღეა დაკავებულია.


დანგაძე 4 დეკემბერს დააკავეს. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 6 დეკემბერს მიუსაჯა.


მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელს სახელმწიფოს ღალატსა და დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობის ხელშეწყობასა და დამალვაში სდებენ ბრალს.


გამოძიების მტკიცებით, დანგაძე სააკაშვილის აქციების დასაფინანსებლად ფულს რუსეთში მყოფი უკრაინელი ოლიგარქისგან იღებდა.


5 დეკემბერს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულ მიხეილ სააკაშვილსა და რუსეთში გაქცეულ უკრაინელ სერგეი კურჩენკოს შორის შუამავალი სააკაშვილთან დაახლოებული პირი სევერიონ დანგაძე იყო.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner