logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ დროს თბილისის მერია კორუფციის ბუდე იყო!
- +

30 იანვარი. 2018. 21:36


 

„ნაციონალური მოძრაობის" დროს თბილისის მერია კორუფციის ბუდე იყო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და იმ დროინდელი მერი, ბატონი გიგი უგულავა 50 მილიონის მითვისებაზე თუ გაფლანგვაზე იხდიდა სასჯელს, რომელიც მან აღიარა. ის ჩვეულებრივი კორუმპირებული ჩინოვნიკი იყო, გაქსუებული", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა. 


„ნარმანიას დროს თუ თბილისის მერიაში კორუფცია იყო და რაიმე კონკრეტული ფაქტები არსებობს ამასთან დაკავშირებით, არსებობს შესაბამისი სამსახურები და შეუძლიათ ამ ადამიანებს, თუ აქვთ რაიმე კონკრეტიკა, შესაბამის სამსახურებს მიმართონ და ის სამსახურები ვალდებულები არიან დაიწყონ გამოძიება. ეს არის ჩემი პასუხი",-განაცხადა კალაძემ.


შეგახსენებთ, მეტროსადგურ „ვარკეთილში" ჭერი ჩამოინგრა. რის შედეგადაც ბოლო მონაცემებით 14 ადამიანია დაშავებული.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner