logo_geo
eng_logo
ილია მეორემ მრევლს ვნების შვიდეულში დაგეგმილი ღვთისმსახურების გრაფიკი გააცნო
- +

24 აპრილი. 2016. 16:12


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს სამების საკათედრო ტაძარში ვნების შვიდეულში დაგეგმილი ღვთისმსახურების გრაფიკი გააცნო.



ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს პირველშეწირული წირვა აღევლინება. 26 აპრილს, 18:00 საათზე დაიწყება შვიდგზის ზეთისცხება. ხუთშაბათს წირვას თავად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს და შესრულდება ფეხთა ბანვის წესი, ხოლო პარასკევს 14:00 საათზე გარდამოხსნის გადმოსვენება მოხდება.



შაბათს აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულთან დაკაშვირებით ლოცვა აღევლინება, ხოლო 23:00 საათიდან საზეიმო ლიტანიობა დაიწყება.



მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წელს 1-ელ მაისს აღნიშნავს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner