პარლამენტის დეპუტატმა გუგული მაღრაძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა, რომ მას სიღარიბის დასაძლევად ჰქონდა ინიციატივა ქველმოქმედებისა და ფილანტროპიის შესახებ.
„მილიონერი ვინც არის და მდიდარი ვინც არის კი ეხმარება ყველას. სამწუხაროდ ჩვენ არ გვყავს ბევრი მილიონერი. რაც შეეხება კანონმდებლობას, მე წინა პარლამენტში ვცდილობდი გამეტანა ქველმოქმედებისა და ფილანტროპიის შესახებ კანონი, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელიც გაწევს ქველმოქმედებას, გაწევს ფილანტროპიას. დაეხმარება სხვას, მას გარკვეული ძალიან მცირე შეღავათები უნდა ქონდეს, რომ უბრალოდ ის ადამიანი, ვინც ეხმარება და აკეთებს ამას და ის, რომელიც მარტო თავისთვის ფიქრობს რაღაცანაირად განსხვავებული იყოს, იგივე გადასახადებში. ამ კანონს გარკვეული წინაღმდეგობა შეხვდა ფინანსთა სამინისტროდან, იქ რაღაც გათვლები იყო. თან იყო გარკვეული უნდობლობა , რომ შეიძლება ადამიანებმა ეს გამოიყენოს არაკეთილსინდისიერად, დამალონ თავიანთი შემოსავალი და სხვა", - განაცხადა გუგული მაღრაძემ.