„განცხადებები, რომელიც თქვენს ეთერში გაკეთდა ოპონენტების მხრიდან, თითქოს ეს კომპანია იყო „შავ სიაში" და მაინც მიიღო მონაწილეობა, ტყუილია!" - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა.
„ის, რომ კომპანია 2015 წელს „შავ სიაში" იყო, ოპონენტებს ვეთანხმები. მაგრამ მას გაუვიდა ერთწლიანი დისკვალიფიკაციის ვადა და როდესაც ტენდერში მიიღეს მონაწილეობა გამარჯვებული კომპანია „ყვარელრემშენი" არ იყო „შავ სიაში".
კომპანიას ხელს არ ვაფარებ და მას თავისი მოეკითხება, გამოძიება ყველაფერს დაადგენს. „შავ სიაში" რომ ყოფილიყო ფიზიკურად ვერ მოახერხებდა მონაწილეობის მიღებას. კომპიუტერი არ მისცემდა შესაძლებლობას, რომ ამ კომპანიას მონაწილეობა მიეღო", - განაცხადა კახა კალაძემ.