„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დღეს „რუსთავი 2"- ზე ლეიბორისტმა ჯელალ ქიქავამ ივანიშვილის მიმართ, პირიდან კანალიზაცია გამოუშვა ხეების გადარგვასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს უკრაინიდან მიშა ხელცარიელი არ უშვებს და ისიც ცდილობს მისი უფროსი გულდაწყვეტილი არ დატოვოს. ისე ოპოზიციონერად რომ თვლის თავს მიშას ხელისბიჭი თავს ეს უფრო სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს", - წერს მჟავანაძე.