logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: რასაც ახლა წაიკითხავთ, გახლავთ უდიდესი ტიპის პროვოკაცია...
- +

24 აპრილი. 2016. 16:43


რასაც ახლა წაიკითხავთ, გახლავთ უდიდესი ტიპის პროვოკაცია, კარგად განსაზღვრული მოქმედების გეგმა, რომელსაც დიდი დაფიქრება ჭირდება", - წერს facebook-ზე „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე.


მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


იმ დროს, როდესაც ერაყის ომის გმირი კონგრესმენი რასელი ნაცების დაკვეთას ასრულებდა და ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების დაყადაღებას ითხოვდა, მეორეს მხრივ, იგივე გამოსვლებში სეთ სიტყვებსაც წარმოთქვამდა - "1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ზვიად გამსახურდიას ბრძოლა მარტივი არ ყოფილა. საქართველოში სამოქალაქო არეულობა იყო რამდენიმე წლის განმავლობაში, რათა დაეცვა საკუთარი დამოუკიდებლობა. საქართველომ ნახა თავისი გმირი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელიც შემდეგ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ლიდერებმა განდევნეს, სეთი იყო იყო ედუარდ შევარდნაძე. არჩეული ხელისუფლების და კანონიერების აღდგენის გმირული მცდელობების შემდეგ, ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა ამ დროისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველ ვითარებაში, ის დარჩა წარუშლელ ლიდერად ისტორიაში."

 

 

24 წლის შემდეგ ამერიკის კონგრესში პირველად გაისმა ზვიად გამსახურდიას მართლაც გმირული მოღვაწეობის მხარდასაჭერი სიტყვები და ეს არაა შემთხვევითობა. სწორედ ფსევდოეროვნული იდეებით და ვითომდაც ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის დროშით აპირებენ სააკაშვილი და მისი მიმდევრები რევანშის აღებას. ისინი ხვდნენ რომ მხოლოდ ეროვნული იდეით არის შესაძლებელი თავიანთი მზაკვრული ჩანაფიქრის განხორციელება. მექმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებისავე შიგნით რაღაც უხილავი ხელი ნაცების ჩანაფიქრს ხელს უწყობს. რევანშის საპირწონედ არაფერი ხდება. პირიქით, ჩემდა სამწუხაროდ, ხელისუფლება იცლება ეროვნული იდეებისა და ამ იდეების მიმდევარი ხალხისგან, ხოლო ეროვნულად მოაზროვნეთა იდეების ადგილს გაურკვეველი წარმოშობის კონფორმისტული, შევარდნაძის კლანთან დაახლოებული და მოქალაქეთა კავშირში გამოზრდილი ძალები იკავებენ. სათქმელი პირდაპირ უნდა ითქვას, რადგან შემდეგ გვიან იქნება. რეალობა იმაზე მძიმეა, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია, ხოლო თვითკმაყოფილება, სასურველის რეალურად დახატვა და შემდეგ ამის ყალბი სახით პირველი პირისთვის მიწოდება (მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარი გაზულუქებული მდგომარეობა შეინარჩუნონ) ღალატის ტოლფასია, ღალატის, რომელიც კარგად გათვლილი და დათვლილია. ნაცების და მათი მოსყიდული გარეშე თუ შიდა ძალების რევანში არ უნდა დავუშვათ!", - წერს ბრეგაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner