logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: საკუთარი მამა და შვილებიც რომ იყვნენ დამნაშავეები, კანონის წინაშე პასუხს აგებენ
- +

31 იანვარი. 2018. 00:59



თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემა „რეაქციაში" მეტროს სადგურ „ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე საუბრისას განაცხადა, რომ მკაცრი რეაგირება მოჰყვება.


„მე კომპანიას ხელს არ ვაფარებ. ვინც არ უნდა იყვნენ - საკუთარი მამა და შვილებიც რომ იყვნენ დამნაშავეები, რომლებიც გამოიკვეთებიან, კანონის წინაშე აგებენ პასუხს. მას თავიანთი მოეკითხება, გამოძიება ყველაფერს დაადგენს, თუმცა, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ როცა ამ კომპანიამ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, შავ სიაში არ იმყოფებოდა. შავ სიაში რომ ყოფილიყო, ფიზიკურად ვერ მოახერხებდა ტენდერში მონაწილეობის მიღებას", - განაცხადა კახა კალაძემ.


მეტროს სადგურ „ვარკეთილში" დღეს, დაახლოებით 10:30 საათზე, ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოვარდა, რის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულ ობიექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 თვის წინ დასრულდა და ის შპს „ყვარელრელმმშენმა" 347 852 ლარად განახორციელა.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner