საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ზოგი ისე იქცევა, თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავია და ჩვენზე ბევრად მდიდარ ქვეყნებს ვითომ მოგვარებული ჰქონდეთ ეს უმძიმესი პრობლემა...
C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული 45 ათასი ადამიანიდან 98% დაავადებისგან განიკურნა", - წერს ჩრდილელი.
შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულია ან მკურნალობა ჩაიტარა 45 ათასმა ადამიანმა, საიდანაც განკურნების მაჩვენებელი 98%-ს შეადგენს.