ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„განსხვავებული აზრი: დიახ, ტიმ სებასტიანი კარგი ჟურნალისტია და კარგადაც მიჭირხვნა მიშა... უსამშობლო, არც ერთი ქვეყნის მოქალაქე და „პაჩტი" უსახლკარო... სხვა შემთხვევაში, მიშას ნაცვლად მიშას მსგავსი „სტატუსის" მქონე ასე რომ გაებახებინა ჟურნალისტს, შევიცოდებდით... ალბათ...
სამწუხაროდ, მიშა პრეზიდენტობის ჟამს არც ერთ უცხოელ ჟურნალისტს არ „მიუჩუხანებია" და ის ქართველი ჟურნალისტები, ვინც იმ და სხვა თემებზე, რაც (უკრაინის გარდა) ტიმ სებასტიანმა წამოსწია წინა პლანზე, წერდნენ ავბედითი 9 წლის განმავლობაში (და უფრო ადრეც მიშა&კომპანის მოღვაწეობაზე ზოგადად) დღეს სახლებში სხედან, ყველასგან მივიწყებულნი, საზოგადოება კი ტაშს უკრავს იმ ჟურნალისტებს, ვისაც მიშა აფინანსებდა... საზოგადოებამ ტაში დაუკრა მიშას გუნდრუკის მკმეველ ჟურნალისტებს მაშინ, როცა ისინი ბიძინამ ზოგი დეპუტატად წარადგინა, ზოგიც კი მაღალანაზღაურებად სამსახურებში დაასაქმა. დღემდე ნაცჟურნალისტები თბებიან მაღალანაზღაურებად სკამებზე და მათ საზოგადოება ტაშს უკრავს!!!
ამიტომ ტიმ სებასტიანი არც გმირია და არც ის ჟურნალისტი, რომელსაც ტაში ეკუთვნის ქართველი საზოგადოებისაგან...
სებასტიანი ჭკვიანი უდავოდ არის, ზუსტად იცის, როდის, რა ვითარებაში და სად უნდა დაუდოს მოგვერდი რესპონდენტს, კონკრეტულ შემთხვევაში უსამშობლოს, არც ერთი ქვეყნის მოქალაქეს, „კრიშაზე" მძრომელს და 22 საათიდან 07 საათამდე გრაფიკში ჩასმულს..." - წერს მეფარიშვილი.