logo_geo
eng_logo
არასაპარლამენტო პარტიების ლიდერები შეხვედრას მართავენ
- +

24 აპრილი. 2016. 19:34


რას აპირებს მომავალში საარჩევნო თემაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფი - ამ საკითხის განსახილველად არიან შეკრებილი ჯგუფის წევრები. შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.


არასაპარლამენტო პარტიების ლიდერები მსჯელობენ იმ ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც მომავალ კვირაში პარლამენტში იქნება წარდგენილი, რაც გულისხმობს იმას, რომ 2016 წლიდან უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა.


როგორც ცნობილია, ოპოზიციური პარტიების ლიდერები ელოდებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატიდან ოფიციალურ წერილს მათ მიერ შეთავაზებულ 5 პუნქტიან წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც არჩევნებში ცვლილებას გულისხმობს.


ინტერპარტიული ჯგუფი მსჯელობს იმის შესახებ, რომ მომავალ კვირაში, პარლამენტში, დიდი ალბათობით გავა ჩვენს მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვითხოვთ, რომ 2016 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩამოყალიბდეს," - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანების სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა.


ამავე საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა „ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარემ ირაკლი კაციტაძემაც.


საზოგადოებამ იცის, რომ მივმართეთ ხელისუფლებას 5 პუნქტიანი წინადადებათა პაკეტით, რაზეც მივიღეთ არასრული ინფორმაცია და მოვთხოვეთ ხელისუფლებას, რომ ისეთივე წერილობით გვიპასუხოს, როგორც ჩვენ მათ მივაწოდეთ ჩვენი წინადადებები," - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner