პოეტმა რეზო ამაშუკელმა განაცხადა, რომ მისთვის სასურველია, საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი გახდეს.
„ძალიან მინდა, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი იყოს ირაკლი ღარიბაშვილი. მინდა არა იმიტომ, რომ ის ჩემი დეიდაშვილია ან ვინმეზე ვარ დამოკიდებული ბიზნესი არ გამიჩერონ... იმიტომ, რომ ვაჟკაცია, განათლებულია, სუფთაა და ქართულად უძგერს გული. მე უკვე გამოვცადე და არა მარტო მე, არამედ მთელმა ერმა გამოსცადა..." - განაცხადა რეზო ამაშუკელმა.