logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: კრიმინალთან ბრძოლა შედეგიანი ვერ იქნება, თუ...
- +

31 იანვარი. 2018. 16:49


 

„კრიმინალთან ბრძოლა შედეგიანი  ვერ იქნება, თუ შესაბამის დონეზე ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები. ჩვენთვის ამ დეპარტამენტს  აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველ რიგში, შექმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი და ეს ლოგიკურად უნდა დავაკავშიროთ დღევანდელ ღონისძიებასთან.  ჩვენ აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად მივესალმებით და დავეთანხმეთ ერთიანი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას. ეს არის ის საფუძველი, რის ირგვლივაც  შემდგომ რეფორმები უნდა გავატაროთ.   კრიმინალთან ბრძოლა შედეგიანი  ვერ იქნება, თუ შესაბამის დონეზე ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული. რაც შეეხება ხელმძღვანელს, რამდენიმე კანდიდატურა განიხილება და ვფიქრობთ, რომ მომავალ კვირას უკვე მივიღებთ  გადაწყვეტილებას.  რაც შეეხება დეპარტამენტის თანამშრომლებს, ღია კონკურსია გამოცხადებული და ეს პროცესიც მიმდინარეობს", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner