ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადებით, ძალიან ცუდია, რომ „რესპუბლიკელებსა" და „მრეწველებს" შორის არსებული დაპირისპირების სააშკარაოზე გამოტანა ხდება. მისი თქმით, თუ რაიმე პრობლემები არსებობს, ის კოალიციის შიგნით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე უნდა გადაწყდეს. ვიცე-პრემიერის თქმით, სხდომა, რომელიც ამ საკითხზე იმსჯელებს, უახლოეს დღეებში გაიმართება.
„ადრე თუ გვიან, ალბათ, კოალიცია აუცილებლად დაიშლება. ამაში ტრაგედია არაფერია. პოლიტიკა არის დინამიკური პროცესი და შესაძლებელია, ერთ დღეს ეს ასეც მოხდეს, თუმცა უახლოეს მომავალში ამას ვერ ვხედავ და ვფიქრობ, კოალიცია არჩევნებზე წარსდგება ისევ იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც დღეს არის, თუმცა არჩევნებამდე ძალიან ბევრი დროა და მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ", - განაცხადა კახა კალაძემ.