logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: სამსონ ქუთათელაძის საქმეზე მოპოვებულია მტკიცებულებები, რომლებიც...
- +

31 იანვარი. 2018. 18:25



საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გამოძიებას გარკვეული მტკიცებულებები აქვს მოპოვებული.

 

„რა თქმა უნდა, არის ვერსიები, არის უკვე მოპოვებული გარკვეული მტკიცებულებები, რომლებიც გარკვეულ ვერსიებს ამყარებს და გარკვეულს აბათილებს, თუმცა დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.


შეგახსენებთ, რომ ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი და გენერალი სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლეს. ეჭვმიტანილის ვინაობა და მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner