logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარის გამოძიებაზე: პროკურატურა ხელს არავის აფარებს
- +

31 იანვარი. 2018. 18:49



საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პროკურატურა ხელს არავის აფარებს.


„პროკურატურა ხელს არავის აფარებს. თავიდანვე გავრცელდა გარკვეული სპეკულაციები ამ საკითხზე და ის ადამიანი, ვისი შვილიც ინციდენტში მონაწილეობდა, უკვე დიდი ხანია აღარ მუშაობს პროკურატურის სისტემაში. რაც შეეხება ადვოკატების განცხადებებს, ჩემთვის სრულიად გასაგებია მათი პოზიცია, რადგან ეს არის დაცვის ტაქტიკა. ისინი ცდილობენ გამოძიების დისკრედიტაციას, მაგრამ რეალობა არის სხვა. ამ ინციდენტში მონაწილეობდა ათეულობით პირი და არასრულწლოვანი. ყველა მონაწილე დაკითხულია. ისინი დაიკითხებიან ასევე სასამართლოში. მათ აქვთ სრული შესაძლებლობა, სასამართლოს მიაწოდონ ის ინფორმაცია, რაც აქვთ. ამ ეტაპზე, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის ყველა შემსწრე პირის დაკითხვისას მიღებული ინფორმაციით გამოკვეთილია ორი პიროვნება, რომელიც ამ ეტაპზე მიცემულია პასუხისგებაში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner