ჟურნალისტი შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„აბა, ვნახოთ, ქართველი მედიაწმინდანები რას იტყვიან ამაზე. ენჯეო-ექსპერტები. კაცი გააგდეს იმიტომ, რომ მიშას ჯიბის ტელევიზიასთან თანამშრომლობა არ სურდა", - წერს რამიშვილი.
შეგახსენებთ, რომ „რადიო თავისუფლების" ქართული სამსახურის ხელმძღვანელი დავით კაკაბაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, ამის მიზეზი კი სავარაუდოდ გახდა წინააღმდეგობის გაწევა ცენტრალური ოფისის მოთხოვნაზე, რაც „რუსთავი2"-თან თანამშრომლობას გულისხმობდა.