logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: ვარკეთილის მეტროში შესასრულებელ სამუშაოებს განსაკუთრებულ სპეციფიკა არ სჭირდებოდა
- +

31 იანვარი. 2018. 20:46


 

„ეს იყო ჭერის გაკეთების სამუშაოები და ეს იყო განათების მოწყობის სამუშაოები, ამიტომ რაღაცა განსაკუთრებული სპეციფიკა ამას არ სჭირდებოდა, ამიტომ მიიღო როგორც ჩანს გადაწყვეტილება სატენდერო კომისიამ", - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ tvპირველის ეთერში განაცხადა.


„არაერთი შემთხვევა გვქონდა რომ კომპანია ასრულებდა სამუშაოებს და არ მოგვეწონა, შესაბამისად არ აუნაზღაურდა კომპანიას გათვალისწინებული თანხა, ან შევედით დავაში მასთან, ან ექსპერტიზამ აჩვენა, რომ უხარისხოდ იყო შესრულებული სამუშაო. ჩვენ ასეთ შემთხვევაში არაერთხელ გვქონია უკმაყოფილება", - განაცხადა ნარმანიამ. 


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner