logo_geo
eng_logo
მთავარმა პროკურორმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი წარადგინა
- +

31 იანვარი. 2018. 20:47


 

31 იანვარს, სასტუმრო რედისონში იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი იქნა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის შესახებ. მომზადებული კანონპროექტები ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებების შეტანას.


შეთავაზებული ცვლილების პროექტების თანახმად,  მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები ხდებიან პროცესის მონაწილეები და მათ ენიჭებათ მოწმისა და დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე, ასევე დახურულ სასამართლო სხდომებზე დასწრების უფლებამოსილება, თუ მოწმე და დაზარალებული უარს არ განაცხადებენ მათთან თანამშრომლობაზე.


ამგვარი საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს მოწმისა და დაზარალებულის ინტერესების მაქსიმალურ დაცვას, მათ ემოციურ მხარდაჭერას, დანაშაულისგან გამოწვეული სტრესის შემცირებას და სამართალწარმოების პროცესში მათი მონაწილეობის გამარტივებას.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner