logo_geo
eng_logo
საავადმყოფოში გადაყვანილი მოზარდებიდან ერთი 35-ე, მეორე - პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა
- +

31 იანვარი. 2018. 22:06



შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველ ინფორმაციას ავრცელებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანილი დაჭრილი მოზარდების შესახებ.


უწყების ცნობით, ერთი მოზარდი 35-ე სკოლის მოსწავლეა, ხოლო მეორე დაჭრილი პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობს.


ასევე, სამართალდამცველ უწყებაში ამბობენ იმასაც, რომ პირი, ვინც დაჭრილი მოზარდები საავადმყოფოში გადაიყვანა ასევე პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა და ახლა მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.


შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner