logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: წავიდა უპრეტენზიოდ, ბოლომდე ემსახურა თავის ქვეყანას...
- +

31 იანვარი. 2018. 23:04



„წავიდა უპრეტენზიოდ, ბოლომდე ემსახურა თავის ქვეყანას... ზუსტად ასეთ გმირებზე დგას საქართველო!" - წერს ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში მელორ წურწუმიას შესახებ და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ეროვნული მოძრაობის ახალგაზრდებისთვის უბრალოდ ბაბუ, სტუდენტებისთვისაც ბაბუ, ეროვნული გვარდიელებისთვისაც ბაბუ! განმათავისუფლებელი მოძრაობის კოლორიტი და მართლაც ინტელიგენტი პიროვნება გახლდათ. როდესაც დააპატიმრეს, ჩხრეკისას აინტერესებდათ მხარზე გადაკიდებულ ჩანთაში რა ედო. მას კი 9 აპრილს დაღუპული გმირების ფოტოების გარდა არაფერი ებადა. ამის შემხედვარე გია გულუაც კი უხერხულად შეიშმუშნა...

 

9 აპრილის ღამეს უდიდესი თავდადებით გადაარჩინა არაერთი მოშიმშილე და ახალგაზრდა მომიტინგე! მტკიცედ დადგა ეროვნული ხელისუფლების გვერდით და პუტჩის დროს, უშიშრად იმყოფებოდა ჰაუბიცებისგან დამეხილ მთავრობის სასახლეში...

 

სასტიკად დასაჯეს ბაბუ, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ მიტინგზე რუსთაველის ძეგლთან, სასტიკად დაარბიეს მშვიდობიანი აქცია. გამვლელებმა უშველეს ხელკეტის ცემისგან დასისხლიანებულ მომაკვდავ ბაბუს! ამაზე მაშინ თვით იმელის შენობაში გამართულ ხუნტის სხდომაზეც კი პროტესტი გამოიწვია. ფიზიკურ დასჯასთან ერთად, ეკონომიურადაც სასიკვდილოდ გასწირეს ბაბუ. ერთ-ერთ მეტროსთან დავინახე როგორ ყიდდა ციტრუსს, მომერიდა მისვლა, თავად დამიძახა. მე ჩემს მოყვანილ ლიმონს და მანდარინს ვყიდიო, ასე ჯობია უპატიოსნო ცხოვრებასო. არადა განათლება პეტერბურგში (იმხანად ლენინგრადში) ჰქონდა მიღებული, კიბერნეტიკის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომელი გახლდათ... არ დაჰკლებია არცერთ ეროვნული მოძრაობის მიერ ჩატარებულ ღონისძიებას... წავიდა უპრეტენზიოდ, ბოლომდე ემსახურა თავის ქვეყანას... ზუსტად ასეთ გმირებზე დგას საქართველო!

ბაბუ იგივე მელორ წურწუმია!" - წერს ირაკლი შონია.

 

 


 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner