logo_geo
eng_logo
ჟურნალისტები მას მეტსახელად „ბატონ მილიმეტრს“ უწოდებდნენ...
- +

24 აპრილი. 2016. 21:53


„სამჯერ არა, არც ორჯერ, მაგრამ ერთხელ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს, „ოქროს ბურთს", ის კაციც ფლობდა, რომელიც ასევე იშვიათი უნარის მოთამაშედ შემორჩა ისტორიას. ერთხელ იმ კაცს, თუმცა რა კაცი, მაშინ 15 წლის ბიჭი იყო - მამასთან ერთად მაღაროში მუშაობის დროს, რაღაც დანადგარმა თითი მოკვეთა. მამამ, ალბათ, თავი დამნაშავედ იგრძნო და მაღაროში ჩასვლა აღარ მოსთხოვა ვაჟს. მამის ნებიერამ ფეხბურთის მოედანზე გადაინაცვლა და დროის კვლას იქ მიჰყო ხელი. როგორც გაირკვა მისთვის დროის კვლის საუკეთესო ხერხი სწორედ ბურთაობა ყოფილა.


იცით, რომ მას, ჩემპიონთა თასი, სხვა ვარსკვლავებს ოცნებად რომ ქცეოდათ სამჯერ აქვს მოპოვებული? ცხადია, „რეალის" შემადგენლობაში.


დიახ, რაიმონ კოპაჩევსკიზე მოგახსენებთ, საფრანგეთში მცხოვრები პოლონელი ემიგრანტის შვილზე, რომელიც რაიმონ კოპად გახლდათ ცნობილი და ჟურნალისტები მეტსახელად „ბატონ მილიმეტრს" უწოდებდნენ, რადგან ის ყველაფერს მილიმეტრების სიზუსტით ასრულებდა.



https://www.facebook.com


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner