ფონდმა „ქართუმ" ქუთაისს ბავშვთა რაგბის აკადემია მფლობელობაში გადასცა, შეთანხმებას ფონდის წარმომადგენელთან ერთად ქუთაისის მერმა მოაწერა ხელი. პროექტის ღირებულება რამდენიმე მილიონი ლარია, რომელიც სრულად ფონდმა „ქართუმ" დააფინანსა. აღნიშნულს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„აი ასე ჩუმად, უხმაუროდ კეთდება საქვეყნო საქმე! საქმე რომელიც ჩვენი მომავალი თაობის ჯანსაღი ცხოვრების წესით აღზრდას ემსახურება. ეს ძლიერი ადამიანის თვისებაა! კიდევ ერთი დიდი მადლობა ბატონ ბიძინას! ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ არავინ ამაზე არ ლაპარაკობს... დღეს ხომ მთავარი თემა ისაა- როგორ გავანარკომანოთ და დედა ვუტიროთ ამ ქვეყანას!" -წერს კოპალიანი.