logo_geo
eng_logo
ირაკლი ბენდელიანი: მეტროსადგურ „ვარკეთილში“ საქმე გვქონდა უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოსთან!
- +

1 თებერვალი. 2018. 03:14


 

„მეტრო „ვარკეთილში" მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი გარკვეულწილად, ხორციელდებოდა თუმცა, გუშინდელი ფაქტიდან გამომდინარე, განხორციელებული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით მარტივად შეგვიძლია ვიმსჯელოთ", - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა.

 

„ცალსახად, საქმე გვქონდა უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოსთან. გამოძიება მიმდინარეობს და კონკრეტული პირების, ან კომპანიების დასახელებისგან თავს შევიკავებ. ვის მიერ, რა ეტაპზე მოხდა შეცდომის დაშვება, ამის დასკვნას გამოძიება დადებს. ჩვენ კი, ყველა ფაქტზე ადეკვატური რეაგირება გვექნება.

 

შესაბამისად, ის, რომ იქ შეკიდული ჭერის გაკეთება ვიღაცისთვის სიურპრიზი იყო, სიმართლეს არ შეესაბამება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ბევრ მეტროსადგურში ჩატარდა და ახლაც მიმდინარეობდა, მაგრამ გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ეს ერთადერთი მეტროსადგურია, სადაც შეკიდული ჭერის გაკეთება მოხდა.

 

არ ვამბობთ, რომ ამ ნაწილში ყველაფერი იდეალურ წესრიგშია. ამას ვაღიარებთ და დღესვე დავიწყეთ მუშაობა ხარისხობრივ ნაწილში ყურადღების გამახვილებასა და ახალი სტრუქტურის შემოღებაზე. შესაძლოა, მოხდეს როგორც მუნიციპალური ლაბორატორიის გაძლიერება, ასევე - საერთაშორისო ან ადგილობრივი საზედამხედველო კომპანიების ჩართვა, რაც ინფრასტრუქტურული პროექტის სიდიდე-სირთულეზე იქნება დამოკიდებული", - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner