logo_geo
eng_logo
იგი სიღარიბეში, 1983 წლის 20 იანვარს გარდაიცვალა...
- +

24 აპრილი. 2016. 21:56


ბავშვს თანდაყოლილი დაავადება ჰქონდა:


სიელმე, ხერხემლის დეფორმაცია, მენჯების ძვლების დაშორება. ამის გამო მარცხენა ფეხი 6 სანტიმეტრით მოკლე ჰქონდა. ოპერაცია ამაო გამოდგა. ექიმები თვლიდნენ, რომ ბავშვისთვის ბედნიერება იქნებოდა თუ გავლას შეძლებდა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა.


ბავშობის წლებში მას ძალიან უყვარდა პატარა ნიბლიების ოჯახის წევრი ფრინველების დაჭერა, რომელსაც ინდიელთა დიალექტზე „გარინჩა" ჰქვია, რომელსაც ხალხური გადმოცემით, ადამიანისთვის ბედნიერება მოაქვს.


გარდა ამისა, ბრაზილიელი საოცრად ზუსტად იმეორებდა ფრინველის ჭიკჭიკს. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეტსახელი მანემ 4 წლის ასაკში მიიღო, როცა თავისმა დამ უთხრა: „შენ იმდენ ჩიტს იჭერ, რომ მალე თვითონ გახდები გარინჩა".


გარინჩა ღარიბ ოჯახში გაიზარდა. და და ძმა ავადმყოფობისა და შიმშილის გამო გარდაეცვალა. თავად, მომავალი ლეგენდა კი სრულიად ახალგაზრდა მთელი შემართებით ცდილობდა მშობლების დახმარებას. ტყეში ხილს აგროვებდა და შემდეგ ბაზარში ასაღებდა. მამა ამარო ლოთი იყო და ღვიძლის ციროზით გარდაიცვალა.

გარინჩა ორჯერ დაქორწინდა. პირველმა ცოლმა მას 8 ბავშვი აჩუქა მეორემ - სამი. მაგრამ მისი შვილების ზუსტი ციფრი ჯერაც უცნობია. ვარაუდობენ, რომ გარინჩას სხვადასხვა ქალებისგან 14 შვილი ჰყავდა.


1960 წლის 27 მარტი იდგა, „ბოტაფოგოს" მეტოქე მცველს ბურთის მოგერიებისას ფეხი დაუცდა და იღრძო. ბურთით მეკარესთან პირისპირ გარინჩა დარჩა. მაგრამ გოლის გატანის ნაცვლად მან პაუზა გააკეთა, მოედანზე გაშხლართულ უკანახაზელს შეხედა და ბურთი აუტში გადააგდო.


ის ფულს არასდროს აყენებდა ადამიანობაზე მაღლა. ამით კი ბოროტად სარგებლობდნენ და მას ძალიან დაბალ ხელფასს უხდიდნენ, რის გამოც მას ცუდ პირობებში უწევდა ცხოვრება. მასთან მისული სტუმრები გაოცებული იყვნენ თუ რატომ ცხოვრობდა ასეთ ქოხში და რატომ არ გადადიოდა მისთვის შესაფერის სახლში. გარინჩა ასეთ კითხვაზე პასუხობდა, რომ საამისოდ ახლა დრო არ გააჩნდა.


ყველასგან მივიწყებული ლეგენდა, უსახლკაროდ დარჩენილი და ღვიძლის უკურნებელი სენით შეპყრობილი, სიღარიბეში 1983 წლის 20 იანვარს გარდაიცვალა. მარაკანას სტადიონიდან პაუ გრანდემდე სამგლოვიარო პროცესია 100 000-მა ადამიანმა გააცილა, საფლავზე კი მადლიერების ნიშნად ხალხმა მას ასეთი წარწერა გაუკეთა: „მადლობა იმისთვის, რომ არსებობდი!" მის ლეგენდარულობაზე ისიც მიუთითებს, რომ ბრაზილიის უდიდეს და ყველაზე ცნობილ სტადიონ „მარაკანაზე" მასპინძელი გუნდის გასახდელს „გარინჩა" ჰქვია, რადგან მას ძალიან უყვარდა ამ სტადიონზე თამაში.


„პელეს" სახელით კი სტუმართათვის განკუთვნილ ოთახს მოიხსენიებენ.


2010 წლის 25 იანვარს „ბოტაფოგოს" სტადიონის დასავლეთის ტრიბუნასთან საზეიმოდ დადგეს გარინჩას 2.5-მეტრიანი მონუმენტი, რომელიც მოქანდაკე ედგარ დიუვივერმა შექმნა. მონუმენტი სპეციალურად გარინჩას მეგობრის ნილტონ სანტოსის ძეგლის გვერდით დადგეს.


 „გარინჩა ხალხის სიხარული" - ასე აწერია ფეხბურთელის საფლავის ქვას.  

და ეს მოკრძალებული პოსტი ცოტაა მის მითოლოგიურობაზე წარმოდგენის შესაქმნელად. მოგვიტევოს მისმა სულმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


https://www.facebook.com


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner