მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და საგამოძიებო ჯგუფი მაჩალიკაშვილების ოჯახს ხვალ, 13:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეხვედრას სთავაზობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.
„გიდასტურებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა მიიღეს კონკრეტული შეთავაზება, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობის გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, შეხვედრა შედგეს მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან და საგამოძიებო ჯგუფთან, ხვალ, 13:00 საათზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში", - განაცხადეს პროკურატურაში.