logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: ვინც კონგრესმენ რასელის უკანალის ლოკვით ცდილობს პროდასავლურობის დამტკიცებას...
- +

24 აპრილი. 2016. 22:14


პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე კონგრესმენ რასელის განცხადებას აფასებს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:


„ჩინეთში ერთ ქვაზე, თურმე, ასეთი რამე წერია: ვინც კონგრესმენ რასელის უკანალის ვირტუალური ლოკვით ცდილობს საკუთარი პროდასავლურობის დამტკიცებას, სინამდვილეში ნებისმიერ უკანალს ალოკავს, თუ ხეირი დაინახაო.

და კიდო: მლოკველთა პოლიტიკური ორიენტაცია ყოველთვის უკანალისკენ არის მიმართულიო."


აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში გამოსვლისას "რესპუბლიკელმა" კონგრესმენმა სტივ რასელმა განაცხადა, რომ რუსეთი დღემდე ყველაფერს აკეთებს პოსტსაბჭოურ სივრცეში საკუთარი გავლენის შესანარჩუნებლად და საქართველოში, უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ერთნაირი მეთოდებით მოქმედებს. რასელის თქმით, მოსკოვის ქმედებების მიუხედავად, საქართველომ შეძლო სიმტკიცის შენარჩუნება, თუმცა მოსკოვი ცდილობს ჩაერიოს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში, პრორუსული ხელისუფლების შექმნის იმედით. კონგრესმენი ამბობს, რომ ამ სქემაში მთავარი მოქმედი პირი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირესა და მოსკოვის ნდობით აღჭურვილ პირს უწოდებს. მისივე აზრით, ივანიშვილი შეეცდება, ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე გავლენა მოახდინოს, ხმების მოსყიდვისა და ოპონენტებთან გამკლავების გზით, რის კონტექსტშიც, კონგრესმენი მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას, კარგად დააკვირდეს ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს. ამასთან, კონგრესმენი გამოდის კიდევ ერთი მოწოდებით: ის მიმართავს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსა და დასავლურ ბანკებს, „გაყინონ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური აქტივები, იარაღით უკანონო ვაჭრობის გამო".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner