ნიჟნი-ნოვგოროდში რუსულმა სპეცსამსახურმა „ისლამური სახელმწიფოს" წევრი მოკლეს, რომელიც 2018 წლის მარტში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ტერაქტს ამზადებდა. ინფორმაციას РИА ავრცელებს.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, ეჭვმიტანილი დაკავების დროს შეიარაღებული იყო და სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა, რა დროსაც ის მოკლეს.
ტერორისტული თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკისას იპოვეს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ასევე ბომბის დასამზადებელი კომპონენტები, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს გაიმართება.