„ჩემო ძვირფასებო, რაც შეგვიძლია, ის გავაკეთოთ ქვეყნის სიკეთისთვის", - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, გადაცემა „პრაიმშოუში" საქართველოს ტელევიზიის ყოფილმა დიქტორმა დავით სოკოლოვმა განაცხადა.
„ყველანი ვერ ვიქნებით ცას გამოკიდებული გმირები, ყველა ვერ ვიქნებით შაშხანის ამღები და საოცრების ჩამდენი, რაც შეგვიძლია, ის გავაკეთოთ ქვეყნისთვის. ერი აღარ იქნება, თუ ასე გაგრძელდა, თუ ყოველდღიურად ასე გაგრძელდა დაკარგვა იმ საოცრების, რასაც ქართველი ერი ჰქვია. და ღმერთმა ნუ მომასწროს, მე ვერც მოვესწრები, მაგრამ ღმერთმა ნუ მოგასწროთ ნურც თქვენ იმ დღეს, როდესაც ეს სასწაული ქვეყანა იქცევა ვიღაცების საჯიჯგნად და ვიღაცების მისაფურთხებლად. ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან", - განაცხადა დავით სოკოლოვმა.