logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: მარგველაშვილმა არჩია, იმ მხარეს დარჩენილიყო, სადაც სააკაშვილია
- +

1 თებერვალი. 2018. 16:01



„გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მარგველაშვილმა გაავლო ხაზი, სადაც მან არჩია, რომ დამდგარიყო იმ ნაპირზე, რომელ ნაპირზეც დგას სააკაშვილი", - ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა „TV პირველის" გადაცემაში „პოლიტმეტრი" განაცხადა.

 

„სანდრო გირგვლიანის საქმეზე მოწმედ ვიყავი დაბარებული, ჩვენება მაქვს მიცემული ჯერ გამოძიებისთვის, შემდეგ სასამართლოსთვის და ყველამ იცის, რამდენად კარგად ვიცნობ გირგვლიანის მკვლელობის საქმეს. როდესაც მარგველაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილს თითქოს შეწყალების გულისთვის სჯიან, ეს არ არის მართალი. ეს არის სიმართლის გაყალბება. გირგვლიანის საქმე გახდა გამყოფი ხაზი, რომლის შემდეგაც საქართველო და ცივილიზებული სამყარო დარჩა ერთ მხარეს, ხოლო სააკაშვილი დარჩა მეორე მხარეს. მარგველაშვილმა თავისი განცხადებით არჩია, იმ მხარეს დარჩენილიყო, სადაც სააკაშვილია.

 

მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ისჯება იმის გამო, რომ მან გამოიყენა თავისი ექსკლუზიური უფლება, რაც არის აბსოლუტური ტყუილი და თუ ის ამდენად ვერ ერკვევა იურისპრუდენციაში, მაშინ დალოდებოდა განაჩენს, წაეკითხა და შემდგომ გაეკეთებინა ეს განცხადება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner