logo_geo
eng_logo
მერაბ შათირიშვილი: რა პაატა ბურჭულაძე, რის პაატა ბურჭულაძე... ბოლო-ბოლო მომღერალია რა
- +

24 აპრილი. 2016. 22:57


მოძრაობა „ახალი რეალობისთვის" დამფუძნებელი მერაბ შათირიშვილი IRI-ის მიერ მომზადებულ გამოკითხვას სოციალურ ქსელში ეხმაურება:


„რა პაატა ბურჭულაძე, რის პაატა ბურჭულაძე - რა რეიტინგი, რის რეიტინგი, ბოლო-ბოლო მომღერალია და, თუ ხმა გაუფუჭდა, დილდილობით უმი კვერცხი ყლაპოს უზმოზე, რომელი პოლიტიკოსი ეგ მყავს, ან რა რეიტინგობის ჭია შეუჩნდა?

ხელი მოითბო ფარისევლური „ქველმოქმედებით" - ფული იშოვა და ხელისუფლება მოუნდა?.. სად იყო მაშინ, მიშას დესპოტიზმი უკანალებს რომ აზანზარებდა, საკუთარ უკანალს გაუფრთხილდა?.. ეს ქვეყანაა თუ სბროდია, ვერ გამიგია, გიჟები ვართ თუ უკვე შიზოფრენიის ზღვარს გავეცალეთ და პათოლოგიური პოლიტიკომანიით შეპყრობა გვჭირს?..

ვის ეკითხებიან და სად ატარებენ გამოკითხვას, ერთი მე მკითხონ, ვინ არის ეს ოპერმუშაკი სააკაშვილის ბნელი ზრავათა წინამორბედ-ხელისუფლებისა?.. ერთი ჯიბიდან გავარდნილი ფასიანი პატრიოტია და, მოდი, ჩავაბაროთ ქვეყანა პაატა ბურჭულაძეს, მერე ვიმღეროთ და ვიმღეროთ არიები... ვაი, ჩვენს გათხელებულ პატრონს უბედურს!.."



IRI-მ რამენიმე დღის წინ, მის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა ყველაზე დიდ კეთილგანწყობას პაატა ბურჭულაძე იმსახურებს.


ბურჭულაძის მიმართ აღნიშნული პოზიცია გამოკითხულთა 75 %-მა გამოხატა. მეორე ადგილს 64 %-ით დავით სერგეენკო იკავებს. შემდეგ პოზიციებზე ერთნაირი მაჩვენებლებით, 60%-ით თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არიან. პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მე-5 ადგილს იკავებს და მის მიმართ კეთილგანწყობას გამოკითხულთა 56 % აფიქსირებს, დავით ბაქრაძის მიმართ კი იგივე პოზიცია გამოკითხულთა 54 %-მა გამოხატა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner