ჟურნალისტი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„იყო დრო, როცა ჩვენ, „ბნელი და ჩამორჩენილი" ბავშვები ტელევიზიით „წუნა და წრუწუნას", „ჩხიკვთა ქორწილს", „ბემბის", „ფიფქია და შვიდ ჯუჯას" ვუყურებდით. რადიოთი კი (საწოლთან მეკიდა) საღამოს 9 საათზე ზღაპარს გვიკითხავდნენ...
დღეს და ახლა კი: ნარკოტიკი! ნარკოტიკმა! ნარკოტიკისთვის! ნარკოტიკული...
ჯანდაბა რა! პანდორას ყუთში მგონია თავი! ბავშვები სად გავზარდოთ? ჯუნგლებში გადავსახლდეთ?! თუ ყურები დავუცოთ და თვალები ავუხვიოთ?!" - წერს გაგუა.