logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: დაგვიტოვეს უკიდეგანო სევდა, წუხილი და დახვრეტილი საქართველო!
- +

1 თებერვალი. 2018. 20:48

 

 

 და დახვრეტილი საქართველო!


ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„თითქოს გარეგნულადაც ჰგვანან ერთმანეთს... მარცხნივ გივი რეხვიაშვილია, მარჯვნივ მამუკა ტერიშვილი... იდეებით და შემართებით კი ნამდვილად განუყოფლები არიან... გივიკო 3 იანვრის, „დიდუბის" მიტინგის დახვრეტიდან შინ ვეღარ დაბრუნდა, „თანამოძმეთაგან" ავტომატის ჯერით ნასროლმა ტყვიამ სასიკვდილოდ დაჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა... მამუკაც ვეღარ დაბრუნდა შინ... ავადსახსენებელი 2 თებერვლის მანიფესტაციიდან, მას თამარის ხიდთან სნაიპერის ნასროლმა ტყვიამ გაუგლიჯა საძილე არტერია და შეწყდა თავისუფლებისთვის ნაძგერი გული... მისი შინდისფერი დროშა კი შეიღება შინდისფერ უმანკო სისხლით... ორი უკეთილშობილესი ახალგაზრდა დააკლდა საქართველოს...არანაირი მემორიალი, არანაირი აღმნიშვნელი დაფა... არანაირი სამართალი... წავიდნენ და გაფრინდნენ, იქ, სადაც მართალნი განისვენებენ ჩვენ კი დაგვიტოვეს უკიდეგანო სევდა, წუხილი და დახვრეტილი საქართველო!"- წერს შონია.








 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner