logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: მიშა! შენ ნამდვილად ჩამოხვალ, ოღონდ ბორკილებით!
- +

24 აპრილი. 2016. 23:55


„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს.


„დღეს სააკაშვილმა სრული სიმართლე თქვა, როცა განაცხადა საქართველოში ჩამოვალ არჩევნების შემდეგო.

მიშა შენ ნამდვილად ჩამოხვალ, ოღონდ ბორკილებით რათა პასუხი აგო იმ დანაშაულებების გამო, რაც ჩაიდინე."- აღნიშნავს მჟავანაძე.



"სახელმწიფო აპარატიდან ბევრი ჩამოდის, მელაპრაკება, ადრე ძალიან შეშინებულები იყვნენ და ახლა საერთოდ პრობლემა არ აქვთ, ხან სად მხვდებიან, ხან სად, ფორუმებზე, სასტუმროებში, ფოიებში, ქუჩაში...

 

ნამდვილად, დიდი ალბათობით, შემოდგომის არჩევნების პერიოდში ვიპოვი საშუალებას, რომ აქტიურად ჩავერთო არჩევნებში და არჩევნების შემდეგ ეგრევე, დარწმუნებული ვარ, ჩამოვალ საქართველოში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ იმ დიდ მისიაზე, რაც უკრაინაში გვაქვს", - განაცხადა  მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner