logo_geo
eng_logo
გურანდა გაბუნიას „ხელოვნების ქურუმის” წოდება მიენიჭა
- +

1 თებერვალი. 2018. 22:15



31 იანვარს მარჯანიშვილის თეატრში გურანდა გაბუნიას პატივსაცემად დაიდგა სპექტაკლი „წმინდა ურჩხულები", სადაც მთავარი როლი სწორედ მან შეასრულა. სასცენო მოღვაწეობის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მსახიობი გურანდა გაბუნია „ხელოვნების ქურუმის" წოდებით დააჯილდოვა. გიორგაძემ გაბუნიას ჯილდო სპექტაკლის დასრულების შემდეგ გადასცა.


ჟან კოკტოს ცნობილი პიესის, „წმინდა ურჩხულების" მიხედვით სპექტაკლი ლევან წულაძემ დადგა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner