logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: ოპოზიციის დაძახებაზე საკრებულოში არ მივალ!
- +

2 თებერვალი. 2018. 01:56


 

თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, რომ საკრებულოში მისვლას არ აპირებს. ნარმანიას თქმით, მისი მერობის პერიოდში საკრებულოსთან ინტენსიურად თანამშრომლობდა, ესწრებოდა სხდომებს, აბარებდა ანგარიშს და პასუხებს სცემდა ყველა იმ მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც მოსახლეობას აინტერესებდა.


„რასაკვირველია საკრებულოში მისვლას არ ვაპირებ, ვინაიდან მე ოპოზიციის დაძახილზე არასდროს მივდიოდი.

როდესაც მე ვიყავი დედაქალაქის მოქმედი მერი, რამდენჯერაც საჭირო იყო, იმდენჯერ მივედი და მერის მისვლა საკრებულოში და კონსულტაციები ასეთი ინტენსიური მანამდე არ ყოფილა", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner