logo_geo
eng_logo
„ქვეყანას მივხედოთ - რა დროს ბიტკოინია!“ - ირმა ინაშვილი ჟურნალისტებს მიმართავს!
- +

2 თებერვალი. 2018. 02:31

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ე.წ. ყვითელი მედიის ჟურნალისტებს გთხოვთ: მიმართულება შეცვალეთ. იქ არ მოხვდით, როგორც იტყვიან. პატივს გცემთ, მაგრამ დღეს უკვე მერამდენედ გიპასუხეთ, რომ არც ერთი და მითუმეტეს, არც ათი ან ასი ბიტკოინი არ მაქვს.

 

1. ჩემი ტვინი არაა დაკავებული ბიტკოინის შეძენის მისწრაფებით. სულ სხვა ამოცანებით, პრობლემებით ვარ დატვირთული.

 

2. ე.წ. მატერიალური დანაზოგი არც ბიტკოინის სახით მაქვს და არც ნაღდი ფულის სახით.

 

3. 1 ცალი ბიტკოინიც კი რომ მქონდეს, ზუსტად ვიცი, რასაც გავაკეთებდი, მაგრამ ამაზე საჯაროდ არ დავწერ.

 

4. არც იმ ხალხს ვაკრიტიკებ და ვაკნინებ, ვინც ბიტკოინის ფორმატში ინახავს დანაზოგს. ღმერთმა ყველას მოგცეთ 1000-1000 ცალი ბიტკოინი. ეს მე არ მეწყინება.

 

5. ქვეყანას მივხედოთ. რა დროს ბიტკოინია", - წერს ინაშვილი.









 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner