logo_geo
eng_logo
ნიკი ჰეილი: რუსეთი აშშ-ის მეგობარი არ არის
- +

2 თებერვალი. 2018. 11:04



გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარი არ არის.


„მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული სფეროები, სადაც ჩვენ შეგვიძლია რუსეთთან მუშაობა და ჩვენ ასეც უნდა მოვიქცეთ, როდესაც შეგვიძლია ეს, რუსეთი ჩვენი მეგობარი არ არის", - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.


გაერო-ში აშშ-ის ელჩის თქმით, რუსეთი იქამდე არ იქნება აშშ-ის მეგობარი, ვიდრე მათი მთავრობა იმ ღირებულებების მიმდევარია და ისე იქცევა საერთაშორისო არენაზე, როგორც ახლა იქცევა.


სიტყვით გამოსვლისას ნიკი ჰეილიმ ასევე ისაუბრა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მკაცრ მიდგომებზე რუსეთისადმი.


„ჩვენ შემდეგი ფაქტის წინაშე ვდგავართ: ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამჟამინდელი ადმინისტრაცია რუსეთთან მიმართებაში ისე მკაცრი იყო, როგორც არც ერთი სხვა ადმინისტრაცია არ ყოფილა რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის შემდეგ. არ მესმის, რას ელოდა რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისგან", - აღნიშნა ნიკი ჰეილიმ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner