„ახლა უკვე თამამად ვიტყვი, რომ ეს იყო ყველაზე ზუსტი არჩევანი, რაც კი როდისმე გამიკეთებია ცხოვრებაში" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ინგა გრიგოლია წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„უი, ზუსტად ორი წელი შესრულებულა, რაც „TV პირველზე" გადაცემები დავიწყე.️ ახლა უკვე თამამად ვიტყვი, რომ ეს იყო ყველაზე ზუსტი არჩევანი, რაც კი როდისმე გამიკეთებია ცხოვრებაში.️ მე მიყვარს „TV პირველი️" - როცა გაჩუმებენ, ხმა უნდა ამოიღო, როცა გხურავენ, ახლიდან უნდა დაიწყო, არ უნდა გაჩერდე!" - წერს ინგა გრიგოლია.