logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მეც ვერაფერი გავიგე...
- +

22 თებერვალი. 2016. 13:03



ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „მაესტროს" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, მისთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, გაუგებარია, რა ხდება ტელეკომპანიის ირგვლივ.



რაც შეეხება მაესტროს" და მაესტროს" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, მე ვფიქრობ, ეს არის მეწილეებს შორის დავა. საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ ხვდება, თუ რაშია საქმე, რა ხდება, რა ხდებოდა და .. მეც ამ საზოგადოების წარმომადგენელი ვარ. მეც ვერაფერი გავიგე, რა ხდება. ეს არის დავა მეწილეებს შორის, თუმცა, რა ხდებოდა მანამდე და რა ხდება ახლა, ჩემთვის გაუგებარია", - განაცხადა კახი კალაძემ.



იგი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უჩა მამაცაშვილმა „მაესტროს"" საქმე კახა კალაძეს გადააბარა და აცხადებს, რომ ამ ბრალდებებს სერიოზულად ვერ უპასუხებს.



ეს არის მიზანმიმართული კამპანია ბატონი მამაცაშვილის მიმართ და მცდელობა, რომ ჩემს მიმართაც მოხდეს გარკვეული ბრალდებების გაჟღერება", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner