logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: „მაიმუნო, ვირიშვილო“ შეუკავებელი ემოციის ნაწილი იყო
- +

2 თებერვალი. 2018. 11:10



თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი რეპლიკა, „მაიმუნო, ვირიშვილო", რომელსაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, შეუკავებელი ემოციის ნაწილი იყო.


ნარმანიას თქმით, იყო ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მისი მერობის დროს განხორციელდა, თუმცა, საზოგადოებისთვის უცნობია. თბილისის ყოფილი მერი იმედოვნებს, რომ დედაქალაქის ახალი მთავრობა განახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც მის დროს დაიგეგმა.

 

„მაიმუნო, ვირიშვილო" შეუკავებელი ემოციის ნაწილი იყო. როდესაც ძალიან ბევრს მუშაობ, დღე-ღამეში ძალიან ცოტას ისვენებ და როცა გულით გინდა საქმე გააკეთო, ცდილობ, გქონდეს მაქსიმალური ჩართულობა და ხელი გეშლება რაღაცაში, ეს ემოცია ბუნებრივია. შეიძლება ეს არ იყო ზუსტი და ადეკვატური, თუმცა, იყო ის, რაც იყო, მაგრამ სხვას ვერაფერს იტყვით, როცა მე ცუდად მოვიქეცი, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენე ან წყობიდან გამოვედი. ვფიქრობ, საზოგადოებამ არ იცის ყველაფერი, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ხშირად იყო ნეგატივით გადატვირთული საინფორმაციო ველი, რომლიდან გამომდინარეც გაკეთებული საქმეები მესამე, მეოთხე პლანზე გადადიოდა და გვიან ან ვერ მიეწოდებოდა საზოგადოებას. რაც თვალით ხილულია, ამას საზოგადოება ისედაც ხედავს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner