logo_geo
eng_logo
დათო გოგიშვილი: პრაქტიკულად სააკაშვილმა თქვა- თუ სასურველი შედეგი არ დაიდება, ამბოხებას დავიწყებთო!
- +

25 აპრილი. 2016. 00:37


პუბლიცისტი დათო გოგიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ იგი საქართველოში არჩევნების შემდეგ დაბრუნდება, სოციალურ ქსელში აფასებს:


„კურიერ P.S.-ში წეღან მიხეილ საკაშვილის ინტერვიუს ვინ უყურა?

 სააკაშვილი მაღალი თვითდარწმუნებით და დაჯერებულობით ამტკიცებს, რომ 2016 წლის შემოდგომაზე მას და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" გამარჯვება უკვე ჯიბეში უდევს.

მოდით ყველამ ერთად ვიმსჯელოთ ლოგიკურად: პატრიოტთა ალიანსს ყავს ძალიან კონკრეტული, მაღალ დონეზე მოტივირებული და ორგანიზებული საკმაოდ დიდი ამომრჩეველი. საკმაოდ გავლენიანი პოლიტიკური ძალაა ნინო ბურჯანაძის პარტია. არჩევნებზე თავის სათქმელს იტყვიან მრეწველებიც. ანუ ამ სამმა პოლიტიკურმა ძალამ თუ საერთო შეხების წერტილები იპოვეს და მათი ერთ კოალიციაში გაერთიანება მოხერხდა, გამოდის, რომ როგორც მინიმუმ „ქართულ ოცნებასთან"  ოდნავი პროცენტული სხვაობით მეორე ადგილზე გასვლა გარანტირებული აქვთ. ანუ პრაქტიკულად ამ ინტერვიუთი მიხეილ სააკაშვილმა შეფარულად 2016 წლის შემოდგომაზე გასამართ საპარლამენტო არჩევნებს ორი გზავნილი გამოუგზავნა: 1). არჩევნები კი გაყალბდება რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ უნდა გავაყალბოთ ნაციონალებმა და თქვენ დანარჩენებს არ გაგაყალბებინებთო

 

2). თუ არ გაგვაყალბებინებთ ჩვენს სასარგებლოდ და ჩვენთვის სასურველი შედეგი თუ არ დაიდება ამბოხებას და რევოლუციას დავიწყებთო.

 

თან ეს ინტერვიუ დროში დაემთხვა პარასკევს აშშ-ს კონგრესმენ სტივ რასელის გამოსვლას აშშ-ს კონგრესში, რომელიც პრაქტიკულად იყო მოწოდება მათი დასაყრდენი პოლიტიკური ძალებისადმი ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისაკენ.

 

ცხელი ოქტომბერი გველოდება საკმაოდ."

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner