ბორჯომ -ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმემ ეპარქია დატოვა.
2030.news-ის რეგიონული კორესპონდენტის ინფორმაციით, მეუფემ ეპარქიის დატოვების შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს თავად მიმართა.
წმინდა სინოდის გამართვამდე, ბორჯომის ეპარქიას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, მეუფე თეოდორე უხელმძღვანელებს.