logo_geo
eng_logo
სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა
- +

2 თებერვალი. 2018. 14:53



თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ტრანსგენდერი ქალის მიმართ გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ბ.ო.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეუფარდა.


„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინა, რომ 2018 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 04:00 საათზე, თბილისში, თამარაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ.ო.-მ  გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ.ო.-ს. ბ.ო.-ს მიერ განხორციელებულმა ძალადობამ  დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

სამართალდამცველებმა ბ.ო. 2018 წლის 31 იანვარს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ.თბილისში დააკავეს.

 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად  ითვალისწინებს  თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner