logo_geo
eng_logo
ფიდელ კასტროს შვილმა თავი მოიკლა
- +

2 თებერვალი. 2018. 15:11



კუბის რევოლუციის ლიდერის ფიდელ კასტროს უფროსმა შვილმა ფიდელ ანხელ კასტრო დიას-ბალარტმა 2 თებერვლის დილით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „Prensa Latina" ავრცელებს.


68 წლის ფიდელ ანხელ კასტრო მეცნიერებათა დოქტორი და კუბის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი იყო, ასევე, კუბის სახელმწიფო საბჭოს მრჩეველი სამეცნიერო საკითხებში.


სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, კასტროს მძიმე ფორმის დეპრესია ჰქონდა, ექიმები რამდენიმე თვე მკურნალობდნენ ჯერ საავადმყოფოში, შემდეგ კი ამბულატორიულად. მეცნიერმა თვითმკვლელობის წინ გამოსამშვიდობებელი წერილი დატოვა.  



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner